11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 11:51:34, 768 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიები გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, რუსთავში ვაკანსიები გამოაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცრის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე.

"მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები ასევე მოიცავს: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებას; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებას", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics