11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 18:16:18, 938 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე დოჰას მერს, მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინს შეხვდა. „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქში 14 ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
კახა კალაძემ დოჰას მერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწონებათ. შეხვედრაზე ყურადღება ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გამახვილდა.
 
„მოხარული ვარ, რომ გამონახეთ დრო და შესაძლებლობა, თბილისში ჩამოსულიყავით. მიხარია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს, რაც მისასალმებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
თავის მხრივ, დოჰას მერმა თბილისელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
 
დედაქალაქის მერი უცხოელ კოლეგებთან ერთად, დღეს ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშიც იმყოფებოდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics