|
2022-09-29 22:03:24, 810 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და მას აქვს ხალხის ძარცვით ნაშოვნი სისხლიანი ფული
დღეს, გამოვიდა კეზერაშვილი და თავიდან ბოლომდე აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. ანუ მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი. თავდაცვის მინისტრი იყო და ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ნაძარცვი ფულით. ახლა ცდილობს, პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ PALITRA NEWS-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინული კანონის მიხედვით, კეზერაშვილი ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რადგან საქართველო არის კულტურული ქვეყანა, კეზერაშვილი ამ ქვეყანას არ შეეფერება. ,,დღეს წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ნაძარცვი ფული, პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და პირდაპირ ერევა მედიაში. პირდაპირ თქვა ვაფინანსებ ამ ხალხსო. ანუ, აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას. ეს არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ აიღოთ, ეს არის ოლიგარქის პირდაპირი განმარტება. მას აქვს ნაძარცვი ფული, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამ ფულის ინვესტირებას ახდენს ახლა პოლიტიკაში და მედიაში იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ეს პირდაპირ თქვა ამ წერილში. პირდაპირ, ბრიყვულად მოუვიდა ეს, მაგრამ აღარა, რომ ის არის ოლიგარქი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის საჭირო დეოლიგარქიზაცია და ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ არავითარ გავლენას, ელემენტარულ გავლენასაც კი ქართულ პოლიტიკაზე და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ კულტურული ქვეყანა და კეზერაშვილი ჩვენს ქვეყანას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,’’ - განაცხადა კობახიძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)