17:55 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:55:57, 983 ნახვა

პოლიტიკა
კალინდრა - ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ის შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის

ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, ვინც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთი მტკიცეულებაა იმისა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, ვინც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“,- განაცხადა კალინდრამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. 

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

საგარეო უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics