17:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 21:19:59, 1055 ნახვა

პოლიტიკა
მუხთარლი - მივეცი ჩვენება, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს $3 მლნ გადაუხადა

მე ამ შენობაში მივეცი ჩვენება, რომ მისაი სეიდოლმა, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის მოადგილემ მითხრა, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს 3 მლნ დოლარი გადაუხადა. - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

მისივე თქმით,თუ პროკურატურა არ მიიღებს ჩვენებას ივანიშვილისა და გომელაურისგან,  სასამართლოში წავლენ ჯერ საქართველოში, როდესაც აქ ყველა ინსტანციას ამოწურავენ, შემდეგ ევროპულ სასამართლოში. 

"თუ პროკურატურა არ მიიღებს ჩვენებას ივანიშვილისა და გომელაურისგან, ჩვენ სასამართლოში წავალთ ჯერ საქართველოში, როდესაც აქ ყველა ინსტანციას ამოვწურავთ, შემდეგ წავალთ ევროპულ სასამართლოში. მე აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი და გომელაური დაკითხონ. 
კანონის მიხედვით ასეა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და კანონი მოითხოვს, რომ მათ ჩვენებები მისცენ, ისინი ამაზე უარს ვერ იტყვიან. მე ამ შენობაში მივეცი ჩვენება, რომ მისაი სეიდოლმა, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის მოადგილემ მითხრა, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს 3 მლნ დოლარი გადაუხადა, სხვებმაც მითხრეს ეს. კერძოდ კი აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ყველაფერ ამის შესახებ ჩვენება მივეცი ამ შენობაში. 
კიდევ ჩვენთან არის აკიფ შორდაროვი, გენერალი რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ კონტრდაზვერვის ფული 10 მლნ დოლარი გაფლანგა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი სასამართლო დახურული იყო, რამდენიმე ხანი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ამ გენერალს ბრალდებები მოუხსენეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, წლების შემდეგ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის თბილისიდან მოტაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების  სპეცოპერაცია იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics