14:48 - 07 Jul, 2026
|
2022-09-25 22:14:20, 941 ნახვა
საზოგადოება
კასპში ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა. ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. პოლკოვნიკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)