16:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 15:44:52, 1300 ნახვა

პოლიტიკა
„ასეთი პროვინციული ტრაბახი, როგორ შეილება“ - რომან გოცირიძე პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლაზე

 საგარეო კოსტიუმი მოირგო და ამბობდა ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო, - ასე შეაფასა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს ასამბლეაზე. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც  "ჭე" კლასის ინდექსით გამოდიოდა და "ტაბახობდა, თითქოს ამერიკას და შვედეთს ვუსწრებთო". 

„ეს იყო წყალ-წყალა საუბარი, სტანდარტული ორი ფრაზა. საგარეო კოსტიუმი მოირგო და ამბობდა ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო. მერე ჩამოვა, ამ კოსტიუმს გადაიცვამს მეორე მხრიდან, წითელი კოსტიუმით დაგვიდგება, აქ მჯდარი ოთხეულის სახით და მერე ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავს. მოიყვანა რაღაც "ჭე" კლასის ინდექსი და მსოფლიოში ჩვენ ვართო პირველ ადგილზეო, ამაზე პროვინციული ტრაბახი, როგორ შეილება, რომ რაღაც ინდექსით, თითქოს ამერიკას და შვედეთს ვუსწრებთ!“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics