16:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 10:26:50, 1760 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჯერ კიდევ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც არ ესმით, რომ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ პირველივე დღიდან, როდესაც პუტინმა დაიწყო რუსული ჯარების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, მან "ეს ომი წააგო".

„მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც არ ესმით, რომ პუტინმა უკვე წააგო ეს ომი. ისტორიულად, მან წააგო. და არა უკრაინასთან. ახლა უკვე წააგო თავის სახელმწიფოსთან, წააგო მთელ მსოფლიოსთან. წააგო. დემოკრატიას, ანუ ზოგადად მისი ომი წაგებულია.

არავინ არაფერს აპატიებს... არავინ აპატიებს ამ სამხედროების შვილებს, ამ სამხედროების შვილიშვილებს. მოუწევთ ამ კურსის შეცვლა, უბრალოდ ბოდიშის მოხდა არ მოუწევთ, ვიღაც დაჯდება, ვიღაც გაიქცევა, ვიღაც სადმე იპოვიან, მაგრამ ვიღაცას მოუწევს ბოდიშის მოხდა და არა თანაბარ პირობებში", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics