|
2022-09-22 14:00:40, 1146 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გოგაშვილზე - მისი მხრიდან, სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო
,,ჩვენ, ვხედავთ ამ კონკრეტული ადამიანის მხრიდან, შანტაჟის ენით საუბარს, ნამდვილად არ გამკვირვებია პირადად მე როდესაც, ეს ახალი ამბავი გავრცელდა. სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო,’’ -განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სოსო გოგაშვილის მხრიდან შანტაჟს ობიექტი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემა, მისი მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება. ,,ადამიანის შანტაჟის სფერო არ მოიცავს მხოლოდ ,სასამართლოს. შანტაჟის სფერო მოიცავს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი საკნიდან გავრცელებული, მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა. სასამართლოს წარმომადგენელი დაადასტურებდა თუ არ ამას, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილი აზიანებდა სახელმწიფოს და მის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს. გადასულია შეტევაზე, თუმცა იმდენად აბსურდულ რაღაცეებს საუბრობს, არაერთხელ ვთქვი, ჩემთვის წითელი ხაზი ნამდვილად იყო ის, რომ თითქოს, ,,ქართული ოცნება’’ სიებს მოსკოვში აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას, რომ ადამიანი იტყვის, იქით რაც არ უნდა თქვას, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს და ასეთ ზღაპრებს მე მგონია, რომ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)