15:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 21:41:11, 1271 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია

პუტინის განცხადება  ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.

"პუტინის განცხადება  ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ შესახებ სასოწარკვეთის აქტია. რუსეთი ვერ მოიგებს ამ კრიმინალურ ომს. პუტინმა თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება, ასევე მისი მოკავშირეების ერთიანობა და მიზანსწრაფულობა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics