15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 21:11:56, 1390 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს

რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს. - ამის შესახებ რუსეთია პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, შენდებოდა რუსეთი, როგორც სახლი მრავალი ეროვნებისა და რელიგიის ხალხისთვის.

„1160 წლის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვისწავლეთ, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმა. ასეთ პერიოდებში რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მეტი ასეთი შეცდომა არ იქნება მოსალოდნელი. ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics