|
2022-09-21 13:47:52, 1203 ნახვა
საზოგადოება
წილოსანი - მგზავრები ზოლში არ მოძრაობენ, შესაბამისად, მეტროში საცობს ისინი ქმნიან
მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან,- ამის შესახებ მერიის ტრანსპორტირებისა და ურბანული სამსახურის ხელმძღანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამით ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება. „მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“,- განაცხადა წილოსანმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)