|
2022-09-20 12:13:28, 1086 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება და თუ ოპოზიციას პრობლემები აქვს - ესეც მათი ბრალია
თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც, - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. როგორც გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციის ტერორიზება არის ღრმად არასწორი საქციელი და გაუგებარია, რას ისახავს მიზნად "მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება არის ღრმად არასწორი საქციელი და გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. მე არ მესმის ასეთი კეთილი განზრახვების. თუ იმიტომ ვაკეთებთ ჩვენ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, ასეთ შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. მე ამას დიდი წუხილით ვამბობ. თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება ასხივებს ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას - ესეც საზოგადოების ბრალია",- აცხადებს გვარამია. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)