|
2022-09-19 22:03:36, 1153 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება. "დღეს 6 საათიანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში ევროკავშირის წინაპირობების შესრულების თაობაზე სასამართლო სისტემის გარშემო: ეს იყო მთავარი შეხვედრა ამ ჯგუფის ფარგლებში, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა იყო განსახილველი საკითხი: სამწუხაროდ არცერთი განხილული საკითხი არ იქნა გათვალისწინებული. 1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც დღესაა. ზოგგან მხოლოდ მოსამართლეების ხმები იქნება საჭირო; არაფერი იცვლება ამ მიმართულებით; 2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 პუნქტიან გეგმაში, ერთ-ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის „კლანისგან“ განთავისუფლებაა, გუშინ, 16 სექტემბერს, „მთავარ არხთან," უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე და „კლანურ" სისტემაზე, რაც სასამართლოშია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)