|
2022-09-19 21:09:48, 1071 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ
ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კენჭისყრის ღიაობას მხარს დაუჭერენ. ""ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების მიმართ არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა, მე ამ საკითხს ხვალ დავაყენებ, თუმცა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკვე წარმოდგენილი აქვს ლევან იოსელიანს ინიციატივის სახით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს, კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)