|
2022-09-19 11:34:29, 982 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ჟურნალისტებს - ღირსეული ადგილი გვაქვს ევროპულ სასამართლოებს შორის - თქვენ გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს
გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს და ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს, არ გინდათ რომ შეასრულოთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაზე საუბრისას. თალაკვაძის თქმით, საქართველო ევროპულ სასამართლოებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. "საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ამ რეიტინგებში ევროპულ სასამართლოებს შორის. შესაბამისად, სიტუაციის დრამატიზება და ამ სფეროში ხელოვნური დაძაბულობის შექმნა, რომ თითქოს ჩვენ სასამართლო არ გვაქვს და თითქოს სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა. თქვენ გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს და ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს, არ გინდათ რომ შეასრულოთ. თქვენი არჩევანია, ჩვენ მოქალაქეებს მაინც ავუხსნით, თუ რა ცვლილებები მოხდა სასამართლო სისტემაში", - ამბობს არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში გასულ განცხადებას, რომელშიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)