|
2022-09-17 12:02:55, 856 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალთა უფლებებსა და ჯანმრთელობის სისტემების სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალთა არაანაზღაურებადი სამუშაო ჯანდაცვის სისტემებში, მარგინალიზაციის გავლენა ქალებზე და ქალთა და გოგონათა ხელმისაწვდომობის გაზრდა ჯანდაცვის სერვისებზე, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, რეფორმები მიზნად ისახავს შრომის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, თანაბარი ანაზღაურების პირობების შექმნას და გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილებზე. „ქალთა და გოგონათა ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა იძლევა სისტემურ გარანტიებს რათა მოვახდინოთ დისკრიმინაციის პრევენცია ჯანდაცვის მუშაკებში“,- განაცხადა თამილა ბარკალაიამ შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)