|
2022-09-16 20:41:03, 862 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური დეგნანზე - ძალიან სამწუხარო და უხერხული ბრალდებებია ოთხეულის მიმართ
ძალიან სამწუხარო და უხერხული ბრალდებებია ოთხეულის მიმართ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხები, რომელსაც ეს დეპუტატები აყენებენ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია. "ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებები, ამავდროულად არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რამეთუ, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც გნებავთ ეს დეპუტატები აყენებენ, ეს მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის იგივე პოზიცია, კითხვა და ასე შემდეგ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)