|
2022-09-16 20:23:07, 995 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურა - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვაგრძელებთ.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული [გ.გ.] დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს. ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან ავიცილოთ მძიმე დანაშაული". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა წარედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)