13:04 - 04 Aug, 2026
|
2022-09-16 12:59:12, 889 ნახვა
პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის უმრავლესობა, 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის. კვლევის თანახმად, 62% აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის. 30% კი ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.
კითხვაზე, „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია”? მოსახლეობის 62% პასუხობს, რომ არა. მხოლოდ 30% ფიქრობს საპირისპიროდ. ამასთან, უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)