|
2022-09-15 15:57:47, 881 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე, 2023 წლის 1 მარტამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)