11:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 16:33:46, 1309 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ

მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით მოხდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა. 

მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას, „მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით გადატუმბვით და რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარებით შეერთებული შტატებისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით მის ტერიტორიაზე, რაც არა მხოლოდ გამოწვევა რუსეთის ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის რეგიონში, არამედ სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში".

„საქართველოს მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობის ზომა და გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად“, - დასძინა მან.

Noble Partner სწავლება საქართველოში მეექვსედ გაიმართა. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ს, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics