11:18 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 12:13:39, 1009 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - არანაირი რევოლუციური სცენარის შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციაში, ამას ქოცები ქმნიდნენ

საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუს-ის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული, - ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის, არამედ, ეს საუბრები ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი. 

“მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო ქოცების მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები.

სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუსის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუსის ოტოს მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი “შოკისმომგვრელი” მდარე ხარისხის “ფეიკ” პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს”, - წერს სოსო გოგაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics