18:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 12:43:55, 1730 ნახვა

რეგიონი
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ყარაბაღში რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი მოიპოვა

აზერბაიჯანმა სტრატეგიულ სიმაღლეებზე კონტროლი უზრუნველყო.Trend-ის ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სასაზღვრო ზონაში არაერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოზიციებსა და სიმაღლეებზე კონტროლი უზრუნველყო.

ვიზუალური და სახანძრო კონტროლის ქვეშ მოექცა სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი არაერთი სტრატეგიული კომუნიკაცია. სააგენტო ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ განადგურდა სომხეთის ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა C-300.

13 სექტემბრის ღამეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანთან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გადასაჭრელად.                

სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ფედერაციას "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების დებულებების ამოქმედების მიზნით", ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაეროს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics