|
2022-09-12 18:11:25, 1288 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ღარიბაშვილს - როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო
როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო კვირაში ერთხელ, ან სწორ პოლიტიკას რას ეძახის?,- ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს. მისი თქმით, „გადასახადებს გაზრდა, რეგულაციების გამკაცრება, ხბოებისთვის მეტლახის დაგება, სასამართლოს გათავისუფლების ნაცვლად ამერიკა-შვეიცარიის გინება არ გაზრდის ეკონომიკას“. „ექსპრესნიუსი“ ზურაბ ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „დე ფაქტო პრემიერის დღევანდელ ბრიფინგზე: 1. ეკონომიკაზე პროგნოზი გვქონდა რომ 64.8 მლრდ ლარი იქნებოდა, მაგრამ ახლა ადის 72.2 მლრდ ლარზე, რაც 6,500 დოლარიაო. ვინ ითვლის ეკონომიკის ზრდას ნომინალში? ორ ნიშნა ინფლაცია რომ გვაქვს? ივანიშვილის ხანაში საშუალო წლიური ზრდა გვაქვს დაახლოებით 3%, რაც არის კატასტროფა ჩვენნაირი ქვეყნისთვის 2. რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა როგორც მთელ ევროპას და მსოფლიოსო. ქვემოთ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ევროპაში, 4 ქვეყანას აქვს მხოლოდ ვარდნა. მეტიც, ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მეზობელ სომხეთს. როგორ შტერად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი მხარდამჭერები რომ ასეთი იაფფასიანი სალაფავი დაუყარო კვირაში ერთხელ, ან სწორ პოლიტიკას რას ეძახის? გადასახადებს ზრდიან, რეგულაციებს ამატებენ, ხბოებს მეტლახს უგებენ, სასამართლოს გათავისუფლების ნაცვლად ამერიკა-შვეიცარიას აგინებენ დედის ძვლებს და ეს ზრდის ეკონომიკას? 3. უცხოური ინვესიტიციები გაიზარდა, შარშანდელზე 2-ჯერ მეტიაო. ინვესტიციები ითვლება ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში, ისე აზრი არ აქვს. შარშან შეიძლება 1 დოლარი იყო და წელს 2. მერე? მაგრამ ასე რომ დათვალონ, ხომ გაირკვევა რომ აქ ფულის ჩადებას პრაქტიკულად აღარვინ რისკავს? 4. ვალს შევამცირებთ მშპ-ს 40%-მდეო. ვალის შემცირებას ისე გვპირდება, თითქოს ეს ვალი Credit Suisse-მა აიღო. როცა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ვალი 30% იყო. შემდეგ, ეს ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინათ, ეს რიცხვი 60%-მდე გაზარდეს. ახლა 40%-მე ვაპირებთ დაწევასო (გაუგებარია რანაირად) და ამაზე მადლიერი უნდა ვიყოთ. ეს მოჰყვა დღეს ბიძინას მოურავმა ზარზეიმით ისევ სალაფავი ჭკუასუსტებისთვის“,- წერს ჯაფარიძე.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)