10:09 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 21:15:49, 1471 ნახვა

პოლიტიკა
საქაერონავიგაცია - ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის

ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის. - ამის შესახებ „საქაერონავიგაცია“ -მ განაცხადა.

მათივე თქმით, ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას.

„ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.
ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com). ისინი რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედია საშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს.
ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანულმა სამხედრო ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა, ბოინგ 747-მა ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა და რუსეთის ფედერაციაში დაეშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics