|
2022-09-09 11:19:41, 1476 ნახვა
საზოგადოება
თბილისი მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება
9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა. კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, პანელ-დისკუსიები, წიგნების წარდგენები, შეხვედრები საინტერესო ავტორებთან. თბილისის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ავტორები არიან: ანდრი ლიუბკა (უკრაინა), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიტვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიტვა), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), კშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ტარა მაკდაუელი (ავსტრალია). 9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან ანდრი ლიუბკასთან გაიმართება. პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს პოეტური ღამე „შინ“, ყველა სტუმრის მონაწილეობით. ტრადიციულად, წელსაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ერთი მემორიალური საღამო, რომელიც გამორჩეული ამერიკელი პოეტის, რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიას მიეძღვნება. თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია და ორგანიზაცია Latvian Literature.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)