|
2022-09-06 10:21:14, 714 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი, ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები
როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა, მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. "ისფედი“ არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გააყალბა „პივიტი“, ვაპატიეთ, ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ მერე რაღაც პროცესებში ჩავრთეთ. სადამდე მივიდა ეს ყველაფერი - სცენაზე გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა , პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა დააყენეს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე. აქაც კი მაქსიმალურად რბილი დამოკიდებულება ვაჩვენეთ და ვთქვით, რომ თუ გაემიჯნებიან იმ წინა პოლიტიკურ მოთხოვნას და აჩვენებენ, რომ დაუბრუნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის როლს, მაშინ კი ბატონო, ჩაერთონ საპარლამენტო სამუშაო პროცესებში. ესეც კი არ გააკეთეს და ვიღაცეებს უნდათ, რომ ისფედი მაინც ჩაერთოს, ანუ, რადიკალიზმი წარმოაჩინოს ნორმად, ამას რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი პოლიტიკის თეორიაში. რადგან ისფედი გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, არ გაემიჯნა, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ, რომ „ისფედი“ აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)