06:18 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-03 17:21:09, 2562 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, ე.წ. „პალმის კუნძულის“ პროექტი წარადგინა

დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკნომიკურ წინსვლას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროექტი სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ სტანდარტებს.

"ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება. დიდი, მასშტაბური პროექტების განხორციელება... ის ფაქტი, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური პირობები შექმნილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მთელი მსოფლიო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში პალმის ფორმის კუნძულის მოწყობა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics