06:18 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 15:29:53, 870 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - ივანიშვილის მიერ სასამართლოს მართვაზე მტკიცებულებებს უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ

ივანიშვილის მიერ სასამართლოს მართვაზე მტკიცებულებებს უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მისი დაკავება უკანონოდ და ძალადობრივად განხორციელდა, ასევე იძალადეს მის ოჯახის წევრებზეც.

„მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო.

ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ ,,მტკიცებულებებზე’’, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისი ავთო ვარაზის 91-ში.

ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ მასკარადში, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ.

ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს”,- წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics