05:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 15:52:05, 2494 ნახვა

პოლიტიკა
კულება დარჩიაშვილთან შეხვედრაზე - ჩემს ქართველ კოლეგასთნ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვიხილეთ

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

კულება თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“,- წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics