22:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 16:58:24, 1306 ნახვა

საზოგადოება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში სკვერი რეაბილიტირდა

ისნის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში დასასვენებელი და გასართობი სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე ბავშვთა ატრაქციონები დამონტაჟდა,  ფანჩატური, სკამები და ურნები განთავსდა და ახალი LED განათების სისტემა მოეწყო.

ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაკეთდა გამწვანების თარგები და დაირგო ხე-მცენარეები.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 406 011 ლარით დაფინანსდა.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათავალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics