|
2022-08-23 17:40:11, 2133 ნახვა
რეგიონი
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან ზურაბ თენიეშვილთან ერთად, სამინისტროს ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანაში“ შეხვდა და პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ,,პროგრამის განმახორციელებლებთან ერთად, დღეს შევხვედრა გავმართეთ პროგრამის მოსარგებლეებთან და ინფორმაცია მივაწოდეთ სამინისტროს იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც მათ პროფესიულ გადამზადებას, ასევე დასაქმების ხელშეწყობას. მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, სამინისტრომ გაზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, ანალოგიურ ცვლილებას ვგეგმავთ მომდევნო წლიდანაც. ჩვენი მიზანია სხვადასხვა პრობლემების მქონე დედათა და ბავშვთა უსაფრთხოება იყოს დაცული, დავეხმაროთ ბიოლოგიურ ოჯახებს ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნჟარაძემ. როგორც სერვისით მოსარგებლე სოფიო ჩხიკვაძემ აღნიშნა - ,,უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რადგან რომ არა ეს ახლა შვილთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი. თავს ოჯახურ გარემოში ვგრძნობთ, გვეძლევა შესაძლებლობა დასაქმების, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული განათლების მიღების, ვსარგებლობთ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული ყველა პროგრამით. უზრუნველყოფილი ვართ ყველა პირობით, რისთვისაც მადლობას ვუხდი პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს, ამ შესაძლებლობისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა პრობლემის მქონე, მარტოხელა, ძალადობაგანცდილი, მიუსაფარი დედებისა და ბავშვების 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ბენეფიციარებისთვის სადღეღამისო მომსახურებას სამჯერადი კვებით, ასაკის, სქესის, სეზონის შესაბამისი ტანისამოსითა და ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებაში დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას და ა.შ. ამ დროისთვის სერვისით 40 ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 3 შშმ პირია. პროგრამის ბიუჯეტი 344 818 ლარს შეადგენს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)