02:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 16:11:48, 1032 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის წარმომადგენელი გაეროში -საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა აღიარეს უგუნური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა 2008 წელს დაუშვა

საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა აღიარეს უგუნური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა 2008 წელს დაუშვა,- ამის შესახებ რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის მოვლენები სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით დასრულდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით და ჩამოყალიბდა, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე ძალიან კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობდა. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ეს არ დაეხმარება ვითარების გაუმჯობესებას”,- განაცხადა პოლიანსკიმ. 

შეგახსნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე იმსჯელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics