|
2022-08-12 16:05:25, 960 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ. სამინისტროს ცნობით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 15 ადმინისტრაციაში 144 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. პროგრამის მონაწილეები ბუნების დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებში აქტიურად ეხმარებიან დაცული ტერიტორიების რეინჯერებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში. მათი დასაქმებით, გარკვეულწილად, გაიზარდა სააგენტოს შესაძლებლობები როგორც ბუნების დაცვის, ისე ვიზიტორთა მომსახურების მიმართულებებით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, წლის ბოლომდე, სააგენტოში, დამატებით, კიდევ 622 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმოს. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ გამოცდილება, გახდნენ კონკურენტუნარიანები, გაიუმჯობესონ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა. „მოხარული ვარ, რომ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ვმუშაობ ჩემს სახლთან ახლოს, აჯამეთის აღკვეთილში, მიყვარს და ვიცავ ბუნებას ჩვენს რეინჯერებთან ერთად. მომწონს ჩემი ახალი საქმე. დასაქმების პროგრამით, ეკონომიკური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა”, - აღნიშნა ზაზა ჭუმბურიძემ, რომელიც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში დასაქმდა. ოთარ შამუგიამ და ზურაბ აზარაშვილმა, შეხვედრის ბოლოს, აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერეს. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა 14 კილომეტრიანი წრიული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მარკირებული, ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით. აჯამეთის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის - ბაღდათისა და ზესტაფონის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)