00:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 10:33:51, 1221 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყებებლად, თუ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზად არის  მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყებებლად თუ მასში სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს.

 როგორც არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, ომისა და საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს. და არასდროს ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ვერასოდეს დავუპირისპირდები.. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მუშაობის პრინციპი," - განაცხადა არესტოვიჩმა.

„თუ  ზელენსკი იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ ვიყრი, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, - დასძინა არესტოვიჩმა და დაადასტურა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის თვითონ მივა არჩევნებზე.

 ცნობისთვის, პრეზიდენტის  აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ  ომი რუსეთის ფედერაციასთან ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს დასრულდება, რადგან არ შეიძლება არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics