|
2022-08-02 15:42:40, 929 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს
საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია, დმიტრი მედვედევის წაშლილ პოსტს. არახამიას თქმით, თბილისის პრორუსულმა ხელისუფლებამ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო. „საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად",- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთი უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა. პოსტში მედვედევი ამბობდა, რომ ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, მათ ისევ ერთად უნდა იცხოვრონ. გარდა ამისა, პოსტში საუბარი იყო საქართველოზეც. მედვედევი თვლის, რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)