06:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 12:37:30, 1067 ნახვა

საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„პროექტის მიხედვით, 5 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება  საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან ბაჩიაშვილთან და დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics