08:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:49:02, 773 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის შორის შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის ფარმაცევტულ ინსპექტორატის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს და ერთმანეთს ფარმაცევტული სექტორის ინსპექტირების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

პოლონეთი-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, წამლის  ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი  და პოლონეთის მთავარი ფარმაცევტული ინსპექტორატის წამლის საბითუმო ბრუნვის განყოფილების ხელმძღვანელი ანა ჰემპერეკი, სამუშაო ვიზიტით  GDP სერტიფიკატის მფლობელ ერთ-ერთ კომპანიაში შპს ,,გლობალფარმი“ იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე  გაეცნენ საბითუმო რეალიზატორის ინფრასტრუქტურას, ხარისხის სისტემას, პროცესების და დოკუმენტაციის მართვის სისტემებს.

მიმდინარე წლიდან დაგეგმილია  ფარმაცევტულ საწარმოებში,   საბითუმო დისტრიბუტორებსა და აფთიაქებში პოლონელი და ქართველი  ინსპექტორების  ერთობლივი ვიზიტები. 

პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც წამლის მიმოქცევის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების, ასევე ინსპექტირების უნიფიცირებული სტანდარტების, ნორმების და მიდგომების ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ეფექტიანი, უვნებელი და ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics