|
2022-07-27 21:41:01, 1281 ნახვა
პოლიტიკა
29 ივლისს, 19:00 საათზე კანცელარიასთან აქცია „ბიჭვინთისთვის“ გაიმართება
29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია. - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს. მათივე თქმით, 7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. "დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის. აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა. 7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. 29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, რუსეთი ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)