|
2022-07-27 17:20:09, 1142 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე განმარტავს, რატომ ფერხდება საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, კობა გვენეტაძე პარლამენტის მოსმენაზე იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეფერხების შესახებ ისაუბრა. გვენეტაძის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საერთაშორისო გადარიცხვების განმახორციელებელ შუამავალ ბანკებში შემოწმების სისტემა გართულებულ პროცედურებს მოითხოვს. ბანკები ტრანზაქციების დეტალურ შემოწმებებს ახდენენ. " იქიდან გამომდინარე, რომ ახლა არის უპრეცედენტო სანქციები რუსეთის მიმართ, ამან ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა გადარიცხვებისათვის. აქედან გამომდინარე, ის საკითხები, რაზეც არის საუბარი, არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიოში.საქართველო არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი, აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება გადარიცხვები საკორესპონდენტო ბანკების საშუალებით, მან უნდა გაიაროს გარკვეული წესები და უნდა გითხრათ, რომ ამ სიტუაციაში ამ წესების შემოწმება კიდევ უფრო რუტინულად ხდება, რადგანაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მსოფლიოში არაერთი დიდი შემთხვევა იყო ფულის გათეთრების, ამიტომაც ფრთხილობენ ბანკები, რომელთაც დაემატა უკვე სანქციებიდან გამომდინარე საკითხები.ის, რომ უფრო რუტინულად ხდება შემოწმება, დღევანდელ სიტუაციაში არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ამიტომ იყო ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მაშინვე გამოვაცხადეთ. სანქციების გამოცხადებისთანავე მოვთხოვეთ ფინანსურ სისტემას, რომ მას დაეცვა აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები. ეს განაპირობებს ზუსტად იმას, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ამ ფინანსური ნაწილების დარჩენა,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გადარიცხვების შეყოვნებამ ქართული ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)