|
2022-07-27 15:33:55, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი ივანიშვილზე - ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყოო, თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს
ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი, - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. მისი თქმით, საუკუნის ტყუილია, როდესაც დასანქცირების შიშის შემდეგ, აშშ-ს ელჩს შანტაჟი და ქვეყნის ომში ჩართვა დააბრალო. "საზოგადოების შეწუხებაზე კი არ არის საქმე, მან დაკარგა 600 მილიონი შვეიცარიის ბანკში ძალიან სწორად და კიდევ დაკარგა 2 მილიარდი იმ ტრასტის მეშვეობით, რომელიც თვითონვე დაიქირავა. ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი: აი, მე თუ დავსანქცირდები საბოლოოდ, მაშინ მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი თქვენი დავალებით მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის. თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს. აი საუკუნის ტყუილი, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)