|
2022-07-27 14:39:32, 837 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციამ შექმნა ტექნიკური პარლამენტი, ეს არის ღიმილის მომგვრელი, ამასთან, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი
ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდათ ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილის მომგვრელი, ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ერთის მხრივ საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიყავთ პოლარიზაციისკენ. „როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ერთის მხრივ საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიყავთ პოლარიზაციისკენ და ცდილობენ ამის გაკეთებას, ეს თავისთავად მეტყველებს მათ განზრახვაზე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენ გვინდა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესი 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით და 12-ვე პუნქტი შესრულდება პირნათლად.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)