|
2022-07-27 11:44:25, 879 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ცხადია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან გაწეულია, თუმცა კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად
ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული ცხადია, თუმცა რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩართონ. „ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული ცხადია, თუმცა რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და როგორც ჩანს მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის ამ საომარ მოქმედებებში ჩართვა“,- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)