|
2022-07-26 12:42:36, 1021 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე
საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ თავდასხმას "მთავარი არხის" ჟურნალისტზე. მისი თქმით, ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი. „გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე. ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი. P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმის შესახებ, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)