|
2022-07-25 10:49:25, 829 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს იწყებს
დღეიდან, საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს გამართავს. მასში ჩართული იქნებიან როგორც ოპოზიციური ფრაქციების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება. ძირითადი თემები, რაზეც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ ანტიკორუფციულ, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება. “სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე. განსხვავებით "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე. სწორედ საპარლამენტო და საქმიან ფორმატში პროცესის გადაყვანას ემსახურებოდა ჩვენს მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც გულისხმობდა ზუსტად კონკრეტულ თემატიკაზე უკვე არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას სესიებზე და შესაბამის კომიტეტებზე. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა და კანონის დარღვევით სასესიო დარბაზი დაუკეტა და დაულუქა დეპუტატებს. ჩვენი ამოცანაა, რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულფასოვანი გადაწყვეტილებების შემუშავება. ასევე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები. ხუთშაბათს ისევ ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მთელი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს. ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონმდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და "ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა. ჩვენ, ჩვენი მხრივ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ და სხვა ინიციატივების განხილვაში საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო სხდომებზე, რაც არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული არაფორმალური შეხვედრებისა, რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული" , - წერია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)