|
2022-07-22 10:36:50, 848 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვერავითარ მამხილებელ მასალას ვერ დებენ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ერთსა და იმავე გაუგებარ ფურცლებს ატრიალებენ
„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვერავითარი მასალა ვერ წარმოადგინეს ისეთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ამხელს. „ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდები ორი წლის წინ ან შარშან. ანუ ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისგან, რაც იყო წარმოდგენილი შარშან თუ შარშანწინ იგივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა. ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. ეს არის ერთადერთი ახსნა. ამიტომ ვერავინ ვერ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს. ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, ხან ამის ხან იმის ეგიდით. ეს არის და ეს. ასეთ დოკუმენტებს ხვალვე დაგიტრიალებთ სატელევიზიო საშუალებებით, გადავცემთ რომელიმე ტელევიზიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, ყალბია თუ არა დოკუმენტები, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყალბია. „ზუსტად მაგას გეუბნებით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს. შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ სოსო გოგაშვილისგან „მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის ხმების უკანონო მობილიზებასთან“ დაკავშირებული ინფორმაცია მიიღეს.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)