|
2022-07-21 18:31:12, 1217 ნახვა
პოლიტიკა
ეს არის დიდი სისულელე - კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, პირველ რიგში, ეს კითხვის ნიშნები ეხება „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გაყალბებულ პარალელურ დათვლებს. „ეს არის დიდი სისულელე. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შემდეგ მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან წავიდა. მე არ მესმის ამ საქმეს ბოლომდე რატომ არ ჩაჰყვნენ? იცოდნენ თუ არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლებმა, რომ ეს გაყალბება მათი ჩართულობით მოხდა, თუ ეს მათ გარეშე მოხდა? უამრავი კითხვა არსებობს, რადგან ეს იყო დიდი შეთქმულების და რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და მიმართულება, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოააშკარავა ეს ყველაფერი. ყველა ჩუმად და მიყუჩებული იყო. ჩვენ კი საზოგადოებას რეალობა ვაჩვენეთ. არჩევნებზე მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ, თუმცა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით, კახა კალაძემ ყველას მიუჩინა თავისი ადგილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)