|
2022-07-20 18:33:09, 1198 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - ევროპარლამენტარებთან საუბრის დროს აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან გვარამიას საქმეზე აპელირება
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტარების მხრიდან გვარამიას საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მე მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ასევე აინტერესებდათ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. "მე ვისაუბრე გვარამიას საქმეზე, იმიტომ რომ მათ რეზოლუციაშიც ნახსენები ჰქონდათ გვარამიას საქმე. ავუხსენი სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით და რომ მე მიმართული მაქვს საქართველოს პრეზიდენტისთვის. აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მე მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელსაც ამჟამად ვფლობ. ბოლო დასკვნა სახალხო დამცველმა აპრილში გამოაქვეყნა და ვინაიდან მასთან შედიან მისი ექსპერტები და ამზადებენ დასკვნას, სახალხო დამცველი ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ვუთხარი, რომ ეს საავადმყოფო და ეს გარემო ჩემი ექიმების განცხადებით არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობაზე და სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს". - ნათქვამია განცხადებაში. ეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)