14:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 18:06:35, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა, რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება

მოსკოვს დასავლეთის სანქციების გამო მაღალტექნოლოგიურ საქონელზე წვდომის სირთულეები აქვს. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება.

„ისინი ცდილობენ შექმნან ბარიერები, რათა შეაფერხონ ჩვენი განვითარება. ცხადია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა, აშკარაა, რომ ჩვენ ვერ განვვითარდებით მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულად. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება, ეს უბრალოდ შეუძლებელია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics